ინდოეთის ავიაციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა უფრო მწვანე მომავლისკენ. ავიაკომპანია Air India-მ და Indian Oil Corporation Limited-მა (IOCL) ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) მიწოდებას ითვალისწინებს. ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ავიაციაში დაბალნახშირბადიანი საწვავის დანერგვასა და გლობალური დეკარბონიზაციის მიზნების მიღწევას.

A.S. საჰნი, „Indian Oil“-ის თავმჯდომარე: „Air India-სთან ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა სტრატეგიული ნაბიჯია ინდოეთის მდგრადი ავიაციისკენ მიმავალ გზაზე. IndianOil მზადაა შემოგვთავაზოს მდგრადი საწვავი, რომელიც ხელს შეუწყობს საჰაერო მოგზაურობის ნახშირბადის კვალის შემცირებას“.

კემპბელ უილსონი, „Air India“-ს აღმასრულებელი დირექტორი: „ამ შეთანხმებით, Air India მზად არის, მხარი დაუჭიროს ინდოეთის მთავრობის ინიციატივებს და საკუთარ მდგრადობის მიზნებს, რათა 2050 წლისთვის მიაღწიოს IATA-ს ნულოვანი გამონაბოლქვის მაჩვენებელს“.

აღსანიშნავია, რომ Air India აქტიურად მუშაობს ოპერაციული ეფექტურობისა და ნახშირბადის შემცირების მიმართულებით, რათა შეასრულოს CORSIA-ს ვალდებულებები და მიაღწიოს IATA-ს დასახულ გლობალურ მიზნებს.