ინდოეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Air India-მ უკან დააბრუნა თვითმფრინავი, რომელიც აშშ-დან დელიში  მიფრინავდა. აღნიშნულის მიზეზი კი ბორტზე ტუალეტების პრობლემა გახდა.

როდესაც ხომალდი გრენლანდიის თავზე გადაადგილდებოდა, აღმოჩნდა, რომ ბორტზე მყოფი 12 ტუალეტიდან 11 მწყობრიდან გამოვიდა. ერთადერთი მუშა საპირფარეშო განლაგებული იყო ბიზნეს კლასში და აღნიშნულით სარგებლობა 300-მდე მგზავრს მოუწია.

აღნიშნულ დისტანციაზე ფრენის ხანგრძლივობა 14-საათია, ხოლო ბორტის უკან დაბრუნება აფრენიდან 5 საათიანი ფრენის შემდეგ მოხდა. თვითმფრინავის პილოტები იძულებულნი გახდნენ დაბრუნებულიყვნენ ოჰარის საერთაშორისო აეროპორტში ჩიკაგოში. Air India-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ინციდენტში “ტექნიკური პრობლემები” დაადანაშაულა.

„დაფრენის შემდეგ, ყველა მგზავრს და ეკიპაჟის წევრს უზრუნველყოფილი იქნა საცხოვრებელი ფართით, რათა მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი დისკომფორტი“, განაცხადეს კომპანიაში.

თვითმფრინავებში „ჩაკეტილი“ ტუალეტები იშვიათი არაა. პრობლემა ჩვეულებრივ ჩნდება, როდესაც მგზავრები აკრძალულ ნივთებს ტუალეტში ყრიან. ერთი ან ორი გაუმართავი ტუალეტიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ეკიპაჟს აიძულოს თვითმფრინავის შემობრუნება.