ავიაკომპანია Air Georgian გაკოტრების რეჟიმშია, არადა კომპანიამ Air Canada-სთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა, – ამის შესახებ ინფორმაციას canadianaviator.com ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ Jazz Aviation-ზე გადასვლა ძირითადი რეგიონალური ხაზის შესასრულებლად 31 იანვარს დასრულდა, Financial Post-ი კი წერს, რომ Air Georgian-მა გაკოტრების და გადახდისუუნარობის კანონის შესაბამისად გაკოტრების საქმის წარმოებაზე ოფიციალურად უკვე განაცხადა.
Air Canada–მ 2019 წლის დასაწყისში განაცხადა, რომ Air Georgian–სთან ურთიერთობა დაასრულა. ტორონტოში დაფუძნებულმა ავიაგადამზიდმა წელიწადში 1.5 მლნ-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, რეისებს ძირითადად ონტარიო-ალბერტას რეისებზე Air Canada Express-ის სახელით ასრულებს. Air Georgian-მ განცხადების გაკეთებისას თავისი თანამშრომლები დაარწმუნა, რომ ისინი სამსახურს მიიღებდნენ Air Canada-ში ან Air Canada Rouge-ში. თუმცა, Air Georgian– ის რამდენიმე თანამშრომელმა გასულ კვირას გათავისუფლებაზე შეტყობინება მიიღო. 
როგორც გაერთიანებების წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი აკვირდებიან პროცესს და სხვა გადამზიდავებგან მუშაობას, რათა უზრუნველყონ მისი წევრებისა დასაქმება. იმავდროულად, ავიაკომპანიის მფრინავების ასოციაცია (ALPA) განმარტავს, რომ მისი ინფორმაციით კომპანია აპირებს რესტრუქტურიზაციას და სხვა ბიზნეს შესაძლებლობების გატარება.