18 სექტემბრიდან, ფრანგული ავიაკომპანია Air France ირანის დედაქალაქის მიმართულებით ფრენებს წყვეტს.
„ჩვენ, ეკონომიკური მიზეზების გამო, თეირანის მიმართულებით ფრენებს ვწყვეტთ“, აცხადებენ ავიაკომპანიაში.
ავიაკომპანია Air France 1933 წლის 7 ოქტომბერს დაარსდა. ის პარიზის. შარლ დე გოლის აეროპორტშია ბაზირებული. 2004 წელს Air France ჰოლანდიურ KLM-თან გაერთიანდა. გაერთიანებული კომპანიის შტაბ-ბინა პარიზში მდებარეობს.