1-ელი თებერვლიდან ავიაკომპანია Air France საუდის არაბეთის მიმართულებით ფრენებს აჩერებს. მიზეზად ეკონომიკური მაჩვენებლები სახელდება.

Air France-ს ინფორმაციით,  Saudi Arabian-თან მიღწეული შეთანხმებით, ამიერიდან აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრებს მხოლოდ Saudi Arabian-ი მოემსახურება.