საფრანგეთის მთავრობა ავიაკომპანია Air France-ს 7 მლრდ ევროს მოცულობით დაეხმარება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა ბრიუნო ლე მერმა გაასაჯაროვა.
“მთავრობა Air France-ს ისტორიულ, 7 მილიარდ ევროიან დახმარებას გაუწევს”,- განაცხადა მინისტრმა.
საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ავიაკომპანია ეკოლოგიური სტანდარტების დაცვის ვალდებულებას იღებს, ასევე СО2-ს ემისიის შემცირების გეგმას წარადგენს.