სოციალური მედიით Air France-ს Airbus A319-ის შტორმ „ალის“ დროს აეროპორტში დაშვების კადრები ვრცელდება. ვიდეოში კარგად ჩანს ბირმინგემის აეროპორტში თვითმფრინავის დაშვება. ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ პილოტმა პირველივე მცდელობაზე თვითმფრინავი ასაფრენ/დასაფრენ ბილიკზე ვერ დასვა და ამისათვის მეორე მცდელობა დასჭირდა.
ვიდეოს ავტორის მტკიცებით ქარის სიჩქარე 70კმ/სთ იყო.