ევროპული ავიაკომპანია Air France 2019 წლის 31 მარტიდან თბილისის მიმართულებით ოპერირებას იწყებს. Air France პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას, ეარბას A 320 ტიპის საჰაერო ხომალდით იფრენს. თბილისის მიმართულებით რეისები შარლ დე გოლის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ 2 წლიანი მოლაპარაკებები ფრანგულ კომპანიას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და Tav Georgia-ს შორის წარმატებით დასრულდა.
Air France მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200 მეტი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანი გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის SkyTeam-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2016 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 84 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.