Air France-მა ბორტზე უფასო Wi-Fi-ის შეთავაზების გეგმები გაასაჯაროვა. ამის მისაღწევად ავიაკომპანიამ თანამშრომლობა SpaceX-ის Starlink-თან დაიწყო.
ფრანგული ავიაკომპანიის პირველი ბორტი ფრენებზე მგზავრებისთვის უფასო ინტერნეტის მიწოდებას მომავალი წლიდან განახორციელებს. Air France-მა განაცხადა, რომ „მომსახურება საბოლოოდ ხელმისაწვდომი იქნება ავიაკომპანიის ყველა თვითმფრინავზე“.
Air France-ის თქმით, მომხმარებლებს შეეძლებათ გაგზავნონ მონაცემები და ითამაშოთ ონლაინ თამაშები, რამდენიმე მოწყობილობის ერთდროულად დაკავშირების შესაძლებლობით.
გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, ფასიანი Wi-Fi პაკეტები კვლავინდებურად ხელმისაწვდომი იქნება გადამზიდველის თვითმფრინავებზე, რომლებიც ჯერ არ არიან აღჭურვილი Starlink სერვისით. შეგახსენებთ, რომ ის უფასოა Flying Blue Ultimate-ის წევრებისა და La Première კლიენტებისთვის.