მარტის ბოლოს Air France-მა კაიროს საერთაშორისო აეროპორტიდან (CAI/HECA) ეგვიპტის ფარაონ რამზეს II-ის სარკოფაგი გადაიტანა, რომელიც ძვ.წ. მე-13 საუკუნეში ცხოვრობდა. თავად რამზეს II (უფრო ზუსტად, მისი მუმია) დარჩა ეგვიპტეში, რადგან კანონით აკრძალულია ეგვიპტიდან უძველესი მუმიების გატანა.
3000 წლის სარკოფაგი პარიზში გადაიტანეს თანამედროვე Airbus A350-900-ის (ნომერი F-HTYS) სატვირთო განყოფილებაში, სადაც ის იქნება ცენტრალური ექსპონენტი არქეოლოგიური გამოფენის „რამზესი და ფარაონების ოქრო“. გამოფენა 7 აპრილს, საფრანგეთის დედაქალაქში, ლა ვილეტ პარკის Grande Al-ში გაიხსნა. გამოფენის დასასრულს სარკოფაგი ეგვიპტეში დაბრუნდება.სხვათა შორის, რაზმეს II უკვე სტუმრობდა პარიზს: 1974 წელს რამზეს II-ის მუმია თვითმფრინავით წაიყვანეს პარიზში სარესტავრაციო სამუშაოებისთვის, რადგან მას სოკო ემუქრებოდა, ხოლო 1976 წელს იგი გამოიფინა პარიზის საზოგადოების წინაშე. საინტერესოა, რომ იმ დროს რამზეს II-ის მუმიას საკუთარი პასპორტი ჰქონდა, რადგან საფრანგეთის კანონმდებლობით, ქვეყანაში შესასვლელად ნებისმიერ ადამიანს (მკვდარს თუ ცოცხალს) უნდა ჰქონდეს პასპორტი.