ფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მ ტულუზას აეროპორტში უპილოტო ტრაქტორის ტესტირება დაიწყო, რომელიც ბარგის გადაზიდვისთვისაა განკუთვნილი.
სატვირთო ტრაქტორის ტესტირება 15 ნოემბერს დაიწყო და მან უკვე მიიღო სახელწოდება – Autonom Tract AT135. უპილოტო ტრაქტორი ელექტროა და ის 32 კვტ/სთ ბატარეით იკვებება. ტრაქტორს ერთდროულად 25 ტონამდე ტვირთის გაწევა შეუძლია.
Air France-ში იმედი აქვთ, რომ აღნიშნული სიახლის გამო ბარგის გადაზიდვა არ დაყოვნდება და რეისებიც არ შეფერხდება.