ავიაკომპანია Air France-KLM-მა პარიზი-მონრეალის რეისი ბიოსაწვავზე მომუშავე Airbus A350-ის საჰაერო ხომალდით განახორციელა, რათა ეჩვენებინა ავიაკომპანიის მზადყოფნა დაბალი ემისიის საწვავზე გადასვლის მზადყოფნასთან დაკავშირებით.
Air France-ს რეისი 342 პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან 16%-იანი სუფთა საავიაციო საწვავის (SAF) ნაზავით აფრინდა, რომელიც Total-ის მიერ კულინარიული ზეთისგან იყო წარმოებული.
აღნიშნული რეისი მოწმობს იმას, რომ ”საფრანგეთში საჰაერო მოგზაურობის დეკარბონიზაცია და SAF მიწოდების ქსელის შემუშავება საერთო ვალდებულებაა”, – აღნიშნულია აეროპორტის ოპერატორ ADP-სთან ერთად გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში.