ჯგუფი Air France-KLM გეგმავს მიიღოს 10 მილიონი ევრო კომპენსაციის სახით გლობალური კომპიუტერის გაუმართაობის გამო, რომელიც 19 ივლისს დაფიქსირდა.
კონკრეტულად ვის მიმართ იქნება მოთხოვნები, ნიდერლანდების მედია არ საუბრობს.
თუმცა ცნობილია, რომ შეფერხების შედეგად KLM-მა გააუქმა 75 ფრენა შიფჰოლის აეროპორტში, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით.
Air France-KLM ამ დრომდე აფასებს ზარალს. კომპენსაციის ოდენობაში შედის დაკარგული მოგება, მოგზაურების ღამისთევა სასტუმროებში და ახალი ფრენის ღირებულება.