Air France-KLM-მა განაცხადა, რომ მისი გაყიდვები პარიზში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშების გამო მცირდება. დიდი სპორტული ღონისძიების პერიოდში საერთაშორისო ტურისტები საფრანგეთის დედაქალაქში სტუმრობას ერიდებიან.
ავიაკომპანიამ აღნიშნა, რომ ამ ზაფხულს ტრაფიკი პარიზის მიმართულებით და პარიზიდან Air France-ისა და დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავი Transavia France-ისთვის, რომელიც ასევე ჰოლდინგის ნაწილია, „ევროპის სხვა დიდ ქალაქებს ჩამორჩა“.
„ქალაქსა და სხვა მიმართულებებს შორის მგზავრობა ჩვეულებრივ ივნის-აგვისტოში საშუალოზე დაბალია, საფრანგეთის მაცხოვრებლები, როგორც ჩანს, გადადებენ არდადეგებს ოლიმპიადის დასრულებამდე ან განიხილავენ ალტერნატიული მოგზაურობის გეგმებს“, – ნათქვამია Air France-KLM-ის განცხადებაში.
ავიაკომპანიის გათვლებით ზარალი 180 მლნ ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ პარიზი ოლიმპიურ თამაშებს 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით მასპინძლობს, ხოლო შემდეგ, 28 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე პარაოლიმპიური თამაშების მასპინძელია. ორივე ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია Air France.