Air France-KLM-მა დაიწყო თავისი ფლოტის ნაწილის ძველი ფართოფიუზელაჟიანი თვითმფრინავების შეცვლის ოფიციალური პროცესი. ჯგუფი აპირებს მოიძიოს წინადადებები Airbus-ის ან Boeing-ისგან საწვავის ეფექტურ თვითმფრინავებზე, რომლებიც დააკმაყოფილებს შორ მანძილზე ფრენების მოთხოვნებს.
არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Air France-KLM აპირებს შეიძინოს 30-დან 50-მდე ახალი ფართოფიუზელაჟიანი თვითმფრინავი და განიხილავს ისეთი თვითმფრინავების შეცვლას, როგორიცაა Airbus A330, რომელიც საშუალოდ 20 წლისაა, ისევე როგორც Boeing 777-200-ების ნაწილი, რომელიც დაახლოებით 10 წლისაა.
ჯგუფი არჩევანს გააკეთებს Airbus A350-ს და Boeing 787-9-სა და 787-10-ს შორის. საინტერესოა, რომ ახალი თვითმფრინავის სამგზავრო ტევადობა აღემატება იმ თვითმფრინავების ტევადობას, რომელთა ავიაფლოტიდან გაყვანასაც Air France-KLM გეგმავს. მაგრამ, ბოლო დროს პირველი და ბიზნეს კლასების მიწოდების გაზრდისა და გაუმჯობესების გარკვეული ტენდენციის გათვალისწინებით, შესაძლოა ახალი თვითმფრინავების სიმძლავრის ზრდა არც თუ ისე შესამჩნევი იყოს.
მიმდინარე წლის ივნისში მიცემულ ინტერვიუში Air France-KLM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბენ სმიტმა თქვა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცის დახურვა და ამასთან დაკავშირებული გაზრდილი ფრენის დროის გამო, ახალ მოთხოვნებს უყენებს თვითმფრინავს. The Air Current-ის თანახმად, ამან შეიძლება აიძულოს Air France-KLM აირჩიონ Airbus A350.