ავიაკომპანია Air France-KLM-მა კომპანია Apollo Global Management-თან 500 მილიონი ევროს კვაზი-კაპიტალის დაფინანსების (quasi-equity financing) მოზიდვის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას Air France-KLM-ი ავრცელებს.
დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება Apollo-ს მიერ მართული ფონდებით Air France-ის ახალი საინჟინრო და ტექნიკური ოპერაციული განყოფილების მიერ გამოშვებული უვადო ობლიგაციების შესაძენად.
დაფინანსება განიხილება როგორც კომპანიის კაპიტალი და გამოყენებული იქნება ზოგადი კორპორაციული მიზნებისთვის და ტექნიკური მომსახურებისთვის. უვადო ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთი იქნება 6.9% პირველი სამი წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ეტაპობრივად მოხდება მისი ზრდა.
გარიგების თანახმად, Air France ინარჩუნებს უფლებას გამოისყიდოს ობლიგაციები ნებისმიერ დროს სამი წლის შემდეგ.
ტრანზაქცია გავლენას არ მოახდენს Air France-ის დიზაინისა და ტექნიკური საქმიანობის საკუთრებაზე, ოპერაციულ და სოციალურ ასპექტებზე, ან Air France-ის ან Air France-KLM-ის თანამშრომლებთან ხელშეკრულებების შესრულებაზე.
გარიგება არის Air France-KLM-ის კაპიტალის აღდგენის სტრატეგიის ნაწილი, რომელიც გამოცხადდა 2023 წლის თებერვალში, რათა გააძლიეროს ბალანსი და ლიკვიდურობა და აღდგენა Covid-19 კრიზისიდან.
Deutsche Bank AG და Skadden, Arps, Slate, Meagher & Flom LLP მოქმედებენ როგორც Air France-KLM-ის ფინანსური და იურიდიული მრჩევლები. Milbank LLP და Jeantet კი წარმოადგენენ Apollo-ს ინტერესებს.
Air France-KLM ეს არის ევროპული ჰოლდინგური ავიაკომპანია, რომელიც შემოსავლებით მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიაა და მესამეა მსოფლიოში სამგზავრო კილომეტრებითა და სამგზავრო ფლოტის მოცულობით. მისი სათავო ოფისი მდებარეობს შარლ დე გოლის აეროპორტში, ოფისებით პარიზში (საფრანგეთი) და ამსტელვენში (ნიდერლანდები). Air France–KLM ჩამოყალიბდა Air France-სა და KLM-ის შერწყმის შედეგად 2004 წელს. Air France და KLM SkyTeam Alliance-ის წევრები არიან.