ავიაკომპანია Air France-ი 2026 წლის გაზაფხულზე, ლონდონის „ჰითროუს“ აეროპორტის მე-4 ტერმინალში, ახალ პრემიუმ ლაუნჯს გახსნის.
ეს სივრცე, რომელიც SGK Brandimage-თან ერთად შეიქმნა, 750 კვადრატულ მეტრს მოიცავს და დაახლოებით 150 სტუმრის მიღებას შეძლებს. ლაუნჯი განკუთვნილი იქნება Air France-ის La Première (პირველი კლასი), Business კლასის და Flying Blue Elite Plus სტატუსის მქონე მომხმარებლებისთვის, ისევე როგორც KLM-ისა და SkyTeam ალიანსის პარტნიორი ავიაკომპანიების შესაბამისი კატეგორიის მგზავრებისთვის.
ახალი ლაუნჯი მოგზაურებს დახვეწილ და მშვიდ გარემოს შესთავაზებს ფრენამდე ან ტრანზიტის დროს.
ძირითადი მახასიათებლები:
- ფრანგული სტილის სასადილო ზონები.
- ბარი, სადაც წარმოდგენილი იქნება ფრანგული ღვინოებისა და შამპანურის შერჩეული ასორტიმენტი.
- გამოყოფილი СПА და დასვენების ზონები, ასევე მშვიდი ადგილები სამუშაოდ.
ამჟამად, Air France-ი დღეში შვიდამდე ფრენას ასრულებს „ჰითროუსა“ და პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტს შორის, რაც მათ გლობალურ ქსელთან კავშირებს უზრუნველყოფს.
2026 წლის 29 მარტიდან ავიაკომპანია კიდევ უფრო აფართოებს თავის ბრიტანულ ქსელს: დაინერგება ორჯერ დღეში ფრენები პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტსა და ლონდონის გატვიკის აეროპორტს შორის, რაც Air France-ის პოზიციას დიდ ბრიტანეთში საგრძნობლად გაამყარებს.












