საჰაერო ხომალდი, რომელიც ესპანეთიდან ურუგვაის მიმართულებით მიფრინავდა ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოხვდა. ინციდენტის შედეგად ორმოცი ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა Air Europa-ს რეისზე მოხდა. ტურბულენტობის შედეგად თვითმფრინავის სალონი ძლიერ დაზიანდა, მგზავრებმა კი სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს, იუწყება ABC News.
ირკვევა, რომ ერთ-ერთი მგზავრი ბარგის თაროდან გამოიყვანეს. თუმცა უცნობია, როგორ აღმოჩნდა იგი იქ.