უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული ფრენების დაწყებას გეგმავს. ავიაკომპანია თბილისი – ურუმჩის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით, ბოინგ 737 800 – ით შეასრულებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ტავ ჯორჯიასა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. Air China 902 საჰაერო ხომალდით 186 ქვეყანაში ოპერირებს.
მთავარი აეროპორტები Air China სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული ფრენების დაწყებას გეგმავს