Air Canada–მ ციფრული საიდენტიფიკაციო სერვისის გაშვების შესახებ განაცხადა, რომელიც აქტიურია ვანკუვერის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე ფრენაზე. Air Canada გახდა პირველი კანადური ავიაკომპანია, რომელმაც მიიღო საავიაციო ორგანოების ნებართვა აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებაზე.
თავდაპირველად, Air Canada ვინიპეგის მიმართულებაზე ჩასხდომას გამოაცხადებს ციფრული ფორმატით, ხოლო მომავალში იმედოვნებს, რომ ამ ტექნოლოგიას შემოიღებს კანადაში სხვა აეროპორტებშიც და Maple Leaf მოცდის დარბაზებში.
როგორც Air Canada-ა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, ავიაკომპანიის ბევრი მომხმარებელი უკვე იყენებს ციფრულ ანგარიშებს მობილური კომუნიკაციების სხვადასხვა ფუნქციებისთვის, ფინანსურ გარიგებებში პიროვნების იდენტიფიცირებისთვის და სხვა სფეროებში.
„ძალიან ვაფასებთ ჩვენს წამყვან პოზიციას კანადაში და პიროვნების ციფრული აღიარების ტესტირების მზადყოფნაში და ასევე აეროპორტში მგზავრებთან კონტაქტის წერტილებში“, განაცხადა Air Canada-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა კრეგ ლენდრიმ.