Air Canada-ს, ფრენის 16-საათიანი გადადების გამო, დედა-შვილისთვის 2000 აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება ავიარეგულატორმა მას შემდეგ მიიღო, რაც თანამშრომლების შემცირების გამო, ავიაკომპანიის მხრიდან მსგავსი ფაქტები გახშირდა.
საათობით გადადებულ ავიარეისებს Air Canada უსაფრთხოების მიზეზებით ხსნის, თუმცა, ავიარეგულატორი აღნიშნავს, რომ სინამდვილეში მიზეზი თანამშრომელთა შემცირებაა და ამის შედეგად, წლის განმავლობაში ათასობით მგზავრი დაზარალდა.
„არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს, რომ ეკიპაჟის შემცირება გარდაუვალი იყო, ასევე, ვიდრე მოპასუხე მხარე არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ ფრენის გაუქმება მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით მოხდა, ავიაკომპანიას ეკისრება დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება“, – აღნიშნულია ავიარეგულატორის განცხადებაში.
მთავარი ავიაკომპანიები Air Canada-ს, ფრენის 16-საათიანი გადადების გამო, დედა-შვილისთვის 2000 დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა...