ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo საქართველოს მიმართულებით ბიზნეს გეგმებს არ ცვლის და ქვეყნის ავიაბაზარზე ოპერირებით ისევ დაინტერესებულია. 

როგორც AviaNews-ს საქართველოში Air Cairo-ს ​ გენერალურ აგენტ კომპანია “ავიაქსელში” (Avianet), განუცხადეს, Air Cairo საქართველოს მიმართულებით ფრენებს 11 აპრილიდან განაახლებს.

Air Cairo შარმ-ელ-შეიხი-თბილისი-შარმ-ელ-შეიხის საჰაერო ხაზზე რეისებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას განახორციელებს. 

ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებდა და თბილისის მიმართულებით ფრენებს შარმ-ელ-შეიხიდან და ჰურგადადან ანხორციელებდა.

Air Cairo წარმოადგენს EGYPT AIR-ის წილობრივ საკუთრებაში მყოფ შვილობილ ავიაკომპანიას, რომელიც დაბალ ტარიფიან (Low Cost) მოდელზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს მგზავრებს.