ავიაკომპანია Air Astana საქართველოდან ყაზახეთის მოქალაქეების გასაყვანად სპეცრეისს ნიშნავს. ყაზახეთის მოქალაქეების რეაპატრიაციისათვის ავიაკომპანია რეისს 20 მარტს შეასრულებს. თბილისი-ალმატის რეისი 20 მარტს, თბილისის დროით 15:20 საათზე განხორციელდება.
ყაზახეთის მოქალაქეებს, რომელთაც აღნიშნული რეისით სარგებლობა სურთ Air Astana-ს თბილისის ოფისს უნდა დაუკავშირდნენ, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე PIXEL-ის შენობაშია განთავსებული.
შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით Air Astana-მ თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები უკვე შეაჩერა.