ყაზახურმა ავიაკომპანია Air Astana-მ შიდა რეისები განაახლა. COVID-19-ის პანდემიის ფონზე ავიაკომპანიამ ახალი რეგულაციებიც შემოიღო. პანდემიის პერიოდში Air Astana-ს საჰაერო ხომალდში არც ერთი მგზავრი გვერდიგვერდ არ იჯდება და მათ შორის დაცული იქნება სოციალური დისტანცია. თუ კი ფრენებზე მოთხოვნა გაიზრდება და კონკრეტული რეისით უფრო მეტი მგზავრი მოისურვებს მგზავრობას, მაშინ ავიაკომპანია საჰაერო ხომალდს ტიპს შეცვლის და მათ უფრო დიდი გაბარიტების მქონე თვითმფრინავით მოემსახურება. ასევე მგზავრი ვალდებულია რეგისტრაციის დროს 1 მეტრიანი დისტანცია დაიცვას.
Air Astana-ს ერთ-ერთი რეგულაციაა ასევე PCR-ტესტის ჩატარება. ანუ თვითმფრინავის ბორტზე ავიაკომპანია მხოლოდ იმ მგზავრს აუშვებს, ვისაც PCR-ტესტი ექნება ჩატარებული და შესაბამისობის დამადასტურებელი საბუთიც ექნება. აღნიშნული საბუთი ძალაშია გაცემის დღიდან 7 დღის განმავლობაში. მგზავრმა PCR-ტესტის ღირებულება თავად უნდა გადაიხადოს.
ასევე ყველა მგზავრი აეროპორტში გაივლის თერმოსქრინინგს. Air Astana-ს ყველა მგზავრი აეროპორტში და საჰაერო ხომალდში უნდა გამოცხადდნენ ნიღბით, რომლის უზრუნველყოფასაც მგზავრი თავად ახდენს.
ბორტზე კვების დროს, ბიზნეს და ეკონომ კლასში საკვები აუცილებლად მოთავსებული იქნება ერთჯერად ჭურჭელში. საჭმლის მირთმევის შემდეგ მგზავრი აუცილებლად იკეთებს პირბადეს. ავიაკომპანიის რეკომენდაციაა, რომ მგზავრს თან ქონდეს ასევე ანტისეპტიკური საშუალებები.
ავიაკომპანიამ გარკვეული შეზღუდვები დააწესა ასევე ხელბარგზეც.
აღსანიშნავია, რომ Air Astana ერთადერთი ავიაკომპანია არ არის, რომელმაც მსგავსი უსაფრთხოების წესები შეიმუშავა. მსგავსი ტიპის რეგულაციები აამოქმედა ასევე Emirates-მაც, რომელიც PCR-ტესტის რეალიზაციას აეროპორტში თავად უზრუნველყოფს.
იმავდროულად ნიღბის ტარება სავალდებულო გახადეს შემდეგმა ავიაკომპანიებმაც: Lufthansa, Wizz Air, Malaysia Airlines, Delta, American Airlines, Alaska, JetBlue, Frontier.