ყაზახური ავიაკომპანია Air Astana აჩერებს ფრენებს რიგ ქვეყნებში, იტყობინება კომპანიის პრესსამსახური.

 

ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ავიაკომპანია შეაჩერებს ფრენებს ზაფხულის პოპულარულ სეზონურ კურორტებზე. ავიაკომპანია 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ფრენებს განაახლებს ბოდრუმში, ბათუმში, ჰერაკლიონსა და პოდგორიცაში. ასევე დროებით შეჩერდება ფრენები ასტანიდან თბილისის მიმართულებით და ეტაპობრივად შემცირდება ფრენები ალმატიდან თბილისის მიმართულებით კვირაში ხუთიდან სამჯერ.

 

Air Astana-მ ზამთრის ფრენის ნავიგაცია დაიწყო, რომელიც 2023 წლის 25 მარტამდე გაგრძელდება. ზამთრის სანავიგაციო პერიოდში Air Astana ფრენებს 42 მიმართულებით განახორციელებს, აქედან 27 საერთაშორისო და 15 შიდა მიმართულებაა.