ყაზახური ავიაკომპანია Air Astana ალმათიდან თბილისის მიმართულებით კიდევ ერთ სიხშირეს ამატებს. როგორც AviaNews-ს კომპანიიდან აცნობეს, ნოემბერში ალმათი-თბილისი-ალმათის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება და არსებულ გარიგს ხუთშაბათობით დაგეგმილი ფრენები დაემატება.

შესაბამისად, განახლებული განრიგით Air Astana ნოემბერში ალმათსა და თბილისს შორის ფრენებს შეასრულებს: ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას.
ხოლო დეკემბრიდან მარტამდე პირდაპირი რეისები ალმათიდან თბილისის მიმართულებით კვირაში 3-ჯერ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება.

ფრენები განხორციელდება Airbus A320 თვითმფრინავით.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ 2023 წლის მაისიდან Air Astana განაახლებს სეზონურ ფრენებს ალმათიდან ბათუმის მიმართულებით და ასევე ასტანადან თბილისის მიმართულებით.