არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Air Arabia აპირებს სომხეთს სასამართლოში უჩივლოს, ამის შესახებ Global Arbitration Review იუწყება.
„დავა უკავშირდება სომხურ ეროვნულ გადამზიდავ Fly Arna-ს, რომელიც 2021 წელს შეიქმნა და Air Arabia-სა და ANIF-ის ერთობლივი საწარმოს წარმოადგენს“, – აღნიშნავს ჟურნალი.
მანამდე სომხეთის მთავრობამ ავიაკომპანია Fly Arna-ს პროექტი წარუმატებლად აღიარა. ANIF ფონდი (ასევე ფინანსური პრობლემების გამო ლიკვიდირებულია) Fly Arna-ს 49%-ს ფლობდა, 49%-ს კი Air Arabia-ის შვილობილი კომპანია International Business Company, ხოლო დანარჩენი 2%-ს – ლიბანელ სომეხი ბიზნესმენი ვარუჟან ნერგიზიანი.
სომხურ Fly Arna-ს ლიცენზია ექვსი თვით შეუჩერდა – ავიაკომპანიას თვითმფრინავი არ ჰყავს, – ამის შესახებ სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ არმენ სიმონიანმა განაცხადა.
ლიცენზია შეიძლება გაუქმდეს, თუ კომპანია ექვსი თვის განმავლობაში არ შეავსებს საჰაერო ფლოტს.
სიმონიანმა არ გაამხილა ავიაკომპანიაში არსებული სირთულეების მიზეზი, მაგრამ აღნიშნა, რომ „ეს ძირითადად ფინანსური საკითხია“