Air Arabia-ს ხელმძღვანელობით კონსორციუმმა გაიმარჯვა სამოქალაქო ავიაციის გენერალური ორგანოს (GACA) კონკურსში, რომელიც საუდის არაბეთში ახალი ეროვნული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის დაფუძნებასა და მართვას ისახავს მიზნად. ახალი ავიაკომპანიის ბაზირებადამამში, მეფე ფაჰდის საერთაშორისო აეროპორტში მოხდება. პროექტში Air Arabia-სთანერთად Nesma Group და KUN Holding მონაწილეობენ.

„ჩვენი დადასტურებული ეკონომიკური მოდელისა და რეგიონალური ექსპერტიზის წყალობით, ეს ახალი პარტნიორობა მგზავრებს საიმედო და ეკონომიურად მომგებიან სამოგზაურო გამოცდილებას შესთავაზებს, ამასთანავე ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას აღმოსავლეთ პროვინციასა და მის ფარგლებს გარეთ“, — განაცხადა Air Arabia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ადელ ალ ალიმ.

ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 2030 წლისთვის 45 თვითმფრინავით ოპერირებას გეგმავს. მისი მიზანია 24 შიდა და 57 საერთაშორისო მიმართულებით ფრენების განხორციელება, რაც დამამიდან და აღმოსავლეთ პროვინციიდან ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონ მგზავრს მოემსახურება. პროექტი, სავარაუდოდ, ავიაციის სექტორში 2400-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმისა და ადგილობრივი ეკონომიკის ზრდას რეგიონში.

დამამიდან ახალი დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავის გაშვება არ არის მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტის პროექტი, არამედ პირდაპირი წვლილია ტურიზმის ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და აღმოსავლეთ პროვინციის ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებაში. ის ქმნის სამუშაო ადგილებს, შესაძლებლობებს ადგილობრივი ნიჭიერი ადამიანებისთვის და მხარს უჭერს ავიაციასთან დაკავშირებულ კომერციულ საქმიანობას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ინიციატივა ასახავს კერძო სექტორის როლს საუდის არაბეთის ხედვის 2030 წლის მიზნების მიღწევაში“, — დასძინეს Nesma Group-ის პრეზიდენტმა, ფაისალ ბინ სალეჰ ალ თურქიმ და KUN Holding-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მოჰამედ ბინ ნაბილ ჰეფნიმ.