არაბეთის გაერთიანებული საამიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia-მ კომპანია Blue Ribbon Bags-თან პარტნიორობა დაიწყო. როგორც საქართველოში Air Arabia-ს ოფიციალური სავაჭრო აგენტი კომპანია GASA განმარტავს, Blue Ribbon Bags მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ მომენტალური ინფორმაცია SMS, Email და WhatsApp შეტყობინების საშუალებით თავიანთი ბარგის გადაადგილების შესახებ.
“ამ სერვისის შეძენა შესაძლებელია ფრენის დაჯავშნის პროცესში და შექმნილია ავიაკომპანიის მგზავრების მაქსიმალურად კომფორტული და მშვიდი მგზავრობისთვის.
სერვისის ღირებულება შეადგენს 8 დოლარს და მგზავრებს შეეძლებათ:
თვალყური ადევნონ და დააჩქარონ დაგვიანებული ბარგის მიღება;
მიიღონ მომენტალური SMS, Email და WhatsApp შეტყობინებები თავიანთი ბარგის შესახებ;
მარტივად მიიღონ ინფორმაცია ავიაკომპანიისგან დაკარგული ბარგის შესახებ;
კომპანია მგზავრებს, რომელთა ბარგიც 96 საათის განმავლობაში არ დაბრუნდება გადაუხდის კომპენსაციას – 1089 დოლარის ოდენობით;
კომპენსაცია იმ შემთხვევაშიც მგზავრს რჩება, თუ მან 96 საათის შემდგომ მიიღო დაკარგული ბარგი;
ბარგის დაკარგვის შემთხვევაში ავიაკომპანიას უნდა აცნობოთ 24 საათის განმავლობაში”, აღნიშნულია GASA-ს განცხადებაში.