2024 წელს საქმიანი მოგზაურობის ეკოსისტემაში AI (ხელოვნური ინტელექტის) გამოყენება საკმაოდ ძლიერი იყო და 2025 წელს ის ისევ სექტორის ყურადღების ცენტრში დარჩება, – ნათქვამია Amadeus-ის ახალ მოხსენებაში.
აღნიშნული შედეგი Mercury Analytics-ის გამოკითხვის შედეგად დაიდო, რომლის ფარგლებშიც 10 ქვეყნიდან 306 მოგზაურობის ტექნოლოგიების ლიდერი კომპანია გამოიკითხა.
ამრიგად, გამოკითხულთა 46%-მა დაასახელა გენერაციული AI, როგორც “უმაღლესი პრიორიტეტი” ყველა ტექნოლოგიას შორის მომავალ წელს – და ეს მაჩვენებელი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 61%-მდე გაიზარდა.
უფრო მეტიც, გამოკითხულთა 51%-ის აზრით, ხელოვნური ინტელექტი უკვე “მნიშვნელოვანია” ტურიზმის ინდუსტრიაში მათ ქვეყანაში. მისი ძირითადი აპლიკაციებია ციფრული ასისტენტები, პერსონალიზებული რეკომენდაციები და კონტენტის გენერირება.
გამოკითხულთა კიდევ 36% ელოდება, რომ ხელოვნური ინტელექტი აქტიურ ფაზაში შევა მომავალ წელს, ხოლო 11% მოელის, რომ ეს პროცესი ერთიდან ორ წლამდე გაგრძელდება.
თუმცა, ტურისტული კომპანიების 41%-მა განაცხადა, რომ მათ აქვთ ბიუჯეტი და რესურსები ამ ტექნოლოგიის განსახორციელებლად, ხოლო 87% მზადაა ითანამშრომლოს მესამე მხარის გამყიდველთან, რათა განავითაროს აპლიკაციები, რომელიც იქნება გენერაციულ AI-ზედაფუძნებული.
კითხვაზე, თუ რა ანელებს ტექნოლოგიების მიღებას, რესპონდენტებმა დაასახელეს მონაცემთა უსაფრთხოება (35%), გამოცდილების და ტრენინგის ნაკლებობა (34%) და პრობლემები მონაცემთა ხარისხთან და ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურასთან (33%) მიმართებაში. ბარიერები ასევე მოიცავდა ROI-სთან დაკავშირებულ საკითხებს, გამოყენების შემთხვევების ნაკლებობას (30%) და პარტნიორებთან ან მომწოდებლებთან დაკავშირების სირთულეს (29%).
ხელოვნური ინტელექტის გარდა, 2025 წელს პროფესიონალების დღის წესრიგში დადგება სხვა ტექნოლოგიები, მათ შორის მონაცემთა მენეჯმენტთან (38%-ის მიხედვით), ღრუბლოვანარქიტექტურასთან (36%), არაგენერაციული ხელოვნური ინტელექტის IT ინფრასტრუქტურასთან (34%) და ბიომეტრიასთან. 23%) დაკავშირებით.