თურქეთის ეგეოსის სანაპიროებზე დამსვენებელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. აღსანიშნავია, რომ თურქეთში ხშირად იმართება სანაოსნო ტურები, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა დიდ უპირატესობას ანიჭებს ნაოსნებს და ზოგადად, ამ სფეროს. აქ ამისათვის უამრავი ადგილი არსებობს, განსაკუთრებით კი, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებში. თურქეთი გთავაზობთ შესანიშნავ ნავით ტურებს, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, დაათვალიეროთ მიმდებარე კუნძულები, სანაპიროები, პატარა ყურეები და დატკბეთ აქ არსებული სილამაზით. სწორედ ეს არის „ლურჯი ვოიაჟი“, რომლის ფარგლებში საოცარი საზღვაო დასვენება გელოდებათ.
ბოდრუმი (თურქ. Bodrum,)— თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი. მდებარეობს მუღლის პროვინციაში, ანტალიიდან დაახლოებით 300 კმ-ის დაშორებით. ბოდრუმი გამოირჩევა ულამაზესი სანაპიროებითა და ყურეებით, ასევე იგი მდიდარია მრავალი ისტორიული ძეგლითა და ღირსშესანიშნაიბით, რაც ყოველ ჯერზე ტურისტების უდიდეს აღფრთოვანებას იწვევს. აქ ზღვის სეზონი აპრილიდან იწყება და ოქტომბრის ბოლოს ოფიციალურად მთავრდება. სასურველია ესტუმროთ ბოდრუმის ნავსადგურსა და ციხესიმაგრეს, რომელიც ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ციხესიმაგრის ტერიტორიაზევე ფუნქციონირებს ბოდრუმის წყალქვეშა არქეოლოგიური მუზეუმი.
აღსანიშნავია მისი ადგილობრივი სამზარეულოც, რომელიც ძალიან მრავალფეროვანია და მოიცავს ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვების კულინარიულ კულტურას. ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი კერძებია ქალაქში არსებულ რესტორნებში და როგორ გემსახურებიან. ცხადია, ბოდრუმი ამ მხრივ, მართლაც რომ საუკეთესოა. ამას ადასტურებს ისიც, რომ ქალაქის რესტორნები იზმირთან ერთად მიშლენის სახელმძღვანელოშია შეყვანილი
დატჩა
აღსანიშნავია კურორტი დატჩა, რომელიც ეგეოსის სანაპიროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია. მშვიდი ცისფერი დროშის მქონე პლაჟები, სუფთა ჰაერი, ქვაფენილიანი ქუჩები, ლურჯი ზღვა და მწვანე ბუნება – ესაა ის, რაც დატჩას კურორტს ახასიათებს.
მარმარისი
მარმარისი არის ულამაზესი ქალაქი დასავლეთ თურქეთში, მუღლას პროვინციაში, რომელიც მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და შეიძლება ითქვას, რომ იგი არის ერთ-ერთი უდიდესი შემოსავლის წყარო თურქეთისთვის, რადგან აქ ყოველწლიურად უამრავი ტურისტი ჩამოდის. მისი დევიზია „ყველაფერი ტურისტებისთვის“. უამრავი იახტა და მცირე ზომის საექსკურსიო გემები მარმარისში დამსვენებლებს სთავაზობს დაუვიწყარ ვოიაჟს. აქ შეგიძლიათ დაკავდეთ სხვადასხვა აქტივობით, რაშიც შედის დაივინგი, სერფინგი, ნაოსნობა და სხვ.
ფეთიე( Fethiye)
ეს კომპაქტური ქალაქი ტურისტებისთვის სასიამოვნო სივრცეა. თავად ქალაქს სანაპირო არ აქვს, თუმცა ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში, მინი-ავტობუსის გამოყენებით კალის სანაპიროზე მოხვდებით. ავტობუსები და წყლის ტაქსები სანაპირომდე რეგულარულად დადიან. ბულვარი, რომელიც ნავსადგურს მიუყვება, აქ ჩამწკრივებულ ნავებს საინტერესო დასათვალიერებელს ხდის. აქ თევზის ბაზრობაა, სადაც შეძენილ პროდუქტს იქვე მდებარე რესტორანში დაგიმზადებენ.
გოჩეკი (Gocek)
მას “თურქეთის მონაკოსაც” უწოდებენ. თუმცა, აქ მაღალი შენობები, კაზინოები და გაპრიალებული ქუჩები არაა. ეს პატარა, სასიამოვნო საპორტო ქალაქია ბევრი იახტით და სანაპიროთი. რესტორნებისა და მაღაზიების ფასები ოდნავ მაღალია, მეტი განსხვავება სხვა კურორტებთან შედარებით აქ არ იგრძნობა.
ჩეშმე და ალაჩათი
ალაჩათი სერფინგისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესი მიმართულებაა. ყოველწლიურად მის სანაპიროს ათასობით სერფერი სტუმრობს. დამწყებიც რომ იყოთ, აქ ამ სპორტით ძალიან ისიამოვნებთ. საუკეთესო პერიოდი – მაისიდან ოქტომბრამდეა.
იზმირში ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩეშმეს, რომელიც საუკეთესო საზღვაო დასვენებით გამოირჩევა. აქ ნახავთ უამრავი სახეობის პლაჟებს – ალმასის, ჩარქის და სხვ. ასევე გელოდებათ საოცარი და მრავალფეროვანი ბუნება, რომელიც ყველაფერთან ერთად მის უნიკალურობას განაპირობებს.