თურქეთი ყველა სეზონზე ტურისტებს განსაკუთრებულ დასვენებას სთავაზობს. ამ პერიოდში კი გირჩევთ მოინახულოთ ფამუქქაალე, რომელიც უძველესი თურქული აბანოებითა და მრავალი სამკურნალო თვისებით გამოირჩევა.
ფამუქქალე მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, დენიზლიდან დაახლოებით 20 კილომეტრში. აქ დაგხვდებათ ნამდვილი ბუნებრივი საოცრება, სავსე თოვლის ე.წ თეთრი ტრავერტინებით, რომლებიც თერმული წყლებისა და ჰაერის ურთიერთშერწყმის შედეგად წარმოიშვა. ფამუქქალე შესულია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
მომხიბვლავი ბუნებრივი საოცრება
ფამუქქალე სავსეა ტერასული აუზებით, რომლებიც გაყინულ ჩანჩქერებს მოგაგონებთ. აქ არსებული ტრავერტინები, რომლებიც ჟანგბადისა და თერმული წყლების ურთიერთქმედებით წარმოიქმნება, გამოირჩევა მრავალი სამკურნალო თვისებით. აღსანიშნავია, რომ აქ არის სხვადასხვა ფორმის აუზი, სადაც შესვლისას ფეხზე უნდა გავიხადოთ აუცილებლად.
უძველესი სამკურნალო წყლები და ქალაქი იერაპოლისი
ფამუქქალეს ტრავერტინების მიმდებარედ არის უძველესი ქალაქი იერაპოლისი, რომელიც ასევე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილია. იგი ტრავერტინების დიდებულებით მოხიბლულმა, პერგამონის მეფემ ევმენ II-მ ააგო 2500 წლის წინ. როცა მოხვდებით ამ ქალაქში, აუცილებლად უნდა მოინახულოთ აქ მდებარე თეატრი, ტაძრები, მონუმენტური შადრევნები, უძველესი გიმნაზია, სამარხები, რაც შორეულ წარსულში გამოგზაურებთ.
მუდმივი თავგადასავლები
იერაპოლისი, რომელიც ტრავერტინების ირგვლივ მდებარეობს, თავისი დიდებულებით დიდი ხანია განიხილებოდა სამკურნალო თვისებების მქონე ცენტრად, რაც აქ აღმოჩენილი თერმული წყლების დამსახურებაა. მთელი თავისი ისტორიის მანძილზე იერაპოლისი ცნობილი იყო სამკურნალო თერმული წყლებით, რომელიც დღესდღეობით ადამიანებისთვის გამაახალგაზრდეველ თვისებებს შეიცავს. აღსანიშნავია ანტიკვარული სვეტებითა და მარმარილოთი გარშემორტყმული ძველი აუზი, სადაც ჩაძირვა უნიკალური გამოცდილება იქნება თქვენთვის. აუზის ტემპერატურა მუდმივად 36 გრადუსია. ლეგენდის თანახმად, აღნიშნულ აუზში ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა ბანაობდა.
აუზიდან მუზეუმამდე
იერაპოლისის სხვა ღირსშესანიშნავი ნაგებობებია უძველესი თეატრი და იერაპოლისის მუზეუმი, რომელიც ასახავს საინტერესო მითოლოგიურ ისტორიებს.
თუ გეგმავთ მოგზაურობას ფამუქქალეში:
სტამბოლის აეროპორტიდან ტაქსი უნდა დაიქირავოთ და დენიზლის რაიონში ჩახვალ დაახლოებით 1 საათში.
ფამუქქალეში ყოფნისას აუცილებლად უნდა სცადო საჰაერო ბუშტი ან პარაპლანით ფრენა, რაც საუკეთესო თავგადასავლებს გპირდებათ.
– აუცილებლად უნდა ნახოთ ლაოდიკია – ბიბლიაში მოხსენიებული შვიდი ეკლესიიდან ერთ-ერთი, რომელიც ფამუქქალედან და დენიზლიდან სულ რაღაც 15 კილომეტრში მდებარეობს.
– ფამუქქალე ასევე ცნობილია თავისი ნაქსოვებით, განსაკუთრებით – ბულდანის ქსოვილით, რომელიც ტარდიციული ტექნიკის გამოყენებით ბამბის ქსოვილისგან მზადდება. იგი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და გამოირჩევა ჰიპოალერგიული თვისებებით.
– ქალაქის ყველაზე საყვარელი კერძია დენიზლის ქაბაბი, რომელიც მზადდება ღუმელში, წვნიანი ცხვრის ხორცით.
– და არ დაგავიწყდეთ! იმისათვის, რომ მაქსიმალურად საინტერესოდ გაატაროთ დრო ფამუქალეში, შეგიძლიათ შეხვიდეთ თერმულ ობიექტებში და ისარგებლოთ მასაჟით თუ სპა სერვისით. დენიზლის კიდევ ერთი პოპულარული ღირსშესანიშნაობაა ყარაჰაიტის თერმული წყაროები, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ და მიიღოთ სამკურნალო აბაზანები.