წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ 2025 წლის აპრილიდან, ავიაკომპანია Wizz Air, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჰამბურგსა და მადრიდის მიმართულებებზე პირდაპირ ფრენებს აღადგენს. მიუხედავად იმისა, „ჩრდილოეთის ვენეციის“, იგივე ჰამბურგისკენ მიგიწევთ გული, თუ ესპანეთის დიდებული დედაქალაქისკენ ფიქრობთ გამგზავრებას, ეს ორი მიმართულება, ნებისმიერ მოგზაურს, დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება.
დღეს ვისაუბრებთ ჰამბურგზე და წარმოგიდგენთ იმ ღირსშესანიშნაობებს, რომელიც თითოეულ სტუმარს განუმეორებელი შთაბეჭდილებებით ავსებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰამბურგს ხშირად ადარებენ ვენეციას და ამას თავისი მიზეზი აქვს – ეს არის დინამიკური საპორტო ქალაქი მდიდარი საზღვაო ისტორიითა და კულტურული მრავალფეროვნებით:
- “საწყობების ქალაქი” – გერმანულად, Speicherstadt & HafenCity, არის ყველაზე დიდი სასაწყობო უბანი მსოფლიოში, სადაც შენობები მუხის მორებზე დგას. ის ასევე ცნობილია, როგორც ნეო-გოტიკური და მოდერნისტული არქიტექტურის ნიმუში. საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, საწყობების ქალაქს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც კი მიენიჭა.
- მინიატიურული საოცრებათა ქვეყანა – ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სარკინიგზო მოდელების გამოფენა, სადაც წარმოდგენილია მატარებლები, მანქანები, არქიტექტურული შენობები, რკინიგზის ელემენტები, აეროპორტები და მრავალი სხვა. ეს იდეალური ლოკაციაა როგორც მთელი ოჯახისთვის, ასევე, ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის.
- წმინდა მიქაელის სახელობის ეკლესია – ესაა ბაროკოს სტილში აგებული მე-18 საუკუნის ტაძარი, რომელიც ჰამბურგის ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაცი სანახაობად ითვლება. ეკლესია მეორე მსოფლიო ომის დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა, ამიტომ მისი საფუძვლიანი რეაბილიტაცია გახდა საჭირო. დღეს შეგიძლიათ ტაძრის ბოლო სართულზე, სადამკვირვებლო გემბანს ეწვიოთ და ელბას, ალსტერის ტბის და ჰამბურგის ხედებით ისიამოვნოთ.
- ჰამბურგის პორტი – „გერმანიის კარიბჭე მსოფლიოსკენ“ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პორტია, რომელსაც უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს – სწორედ ამ ადგილმა ითამაშა გადამწყვეტი როლი გერმანიის განვითარებაში. პორტი ყოველწლიურად იღებს ასობით ათას სავაჭრო გემსა და ტურისტულ ლაინერებს. ის აერთიანებს 300-ზე მეტ ნავსადგომს და ქალაქის თითქმის მეათედ ნაწილს იკავებს. პორტის ტერიტორია, თავის მხრივ დაყოფილია რამდენიმე კვარტლად, რომელთაგან თითოეული თავისებურად საინტერესო და მიმზიდველია ტურისტებისთვის.
- ელბფილარმონია – ესაა შთამბეჭდავი საკონცერტო დარბაზი, რომელიც ყოფილი საწყობის სახურავზეა დაშენებული. ის შეიქმნა იმისთვის, რომ ქალაქის ინდუსტრიული სულისკვეთება შენარჩუნებულიყო და შერწყმოდა თანამედროვეობას. ფილარმონიიდან ქალაქისა და ნავსადგურზე განსაცვიფრებელი ხედები იშლება და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ტურისტებში, ასევე ადგილობრივებში.
ეწვიეთ Wizz Air-ის ვებგვერდს, დაჯავშნეთ ბილეთები 150 ლარიდან და ისიამოვნეთ ჰამბურგის დაუვიწყარი თავგადასავლით!