ქალაქი მარდინი აღმოსავლური კულტურის სარკმელია. ქალაქი აღმოსავლეთ თურქეთში, მარდინის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში მდებარეობს. მისი მოსახლეობა 744,606 ადამიანია. ის, ცნობილია არაბული სტილის არქიტექტურული შენობებით. იქიდან კარგად ჩანს სირიის საზღვრები.
შეიძლება ითქვას, რომ მარდინი თურქეთის არც ერთ სხვა ადგილს არ ჰგავს თავისი ტრადიციულობით, უძველესი ცივილიზაციებითა და ისტორიებით, საოცარი თურქული სტუმართმოყვარეობითა და განსხვავებული თურქული სამზარეულოთი. მისი სამხრეთ-აღმოსავლეთის პროვინცია, გამოირჩევა უნიკალური კულინარიული გამოცდილებით, რომელიც ასახავს ქალაქის მულტიკულტურულ მემკვიდრეობას.
მარდინის ისტორიულ-გასტრონომიული გამოცდილება
მარდინში ყოველი კვება იქცევა დღესასწაულად, ყოველი გემო კი გვამცნობს, რომ იგი გამოირჩევა მრავალფეროვანი საინტერესო ისტორიული წარსულით. აღსანიშნავია, რომ მარდინის სამზარეულო ძირითადად ხორცზეა დაფუძნებული და თითოეულ კერძში ხორცი და ხილი ერთდროულად ერთიანდება. მაგალითად, ადგილობრივი მწვანილი, ლიმონი, კიტრი და სხვა მცენარეები დიდ როლს თამაშობენ უგემრიელესი კერძების შექმნაში. გარდა ამისა, მარდინის სამზარეულო ცნობილია სანელებლების უხვად გამოყენებით, როგორიცაა დარიჩინი, ქინძი, ილი (კარდამონი), ჯანჯაფილი, წიწაკა, ქონდარი და სხვ.
მარდინის საუზმე – საუკეთესო გზა დღის დასაწყებად
ეჭვგარეშეა, რომ თურქული საუზმე საუკეთესო საშუალებაა თქვენი დღის დასაწყებად. მარდინის ტრადიციულ საუზმეს აქვს მრავალი სახეობა, რომელშიც წარმოდგენილია ადგილობრივი პროდუქტები მარდინიდან და მისი შემოგარენიდან. მარდინის საუზმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ადგილობრივი უმარილო, ტკბილი ყველია, რომელიც თითქმის ყოველ სეზონზეა ხელმისაწვდომი. ასევე ცალკეა ლავაშის ყველი და ა.შ
საუზმის შემდეგ შეგიძლიათ მოინახულოთ მარდინის ულამაზესი ისტორიული ღირსშესანიშნაობები – ქვის სახლები, ეკლესიები, მონასტრები და მეჩეთები. შემდეგ, შეგიძლიათ გაისეირნოთ ქალაქის ისტორიულ ბაზრებში. ამის შემდეგ შეგიძლიათ სადილისთვის მიირთვათ მარდინის ქაბაბები და ჩაშუშული კერძები. ქალაქის ყველაზე ცნობილ ტრადიციულ კერძებს შორისაა ხახვის ქაბაბი, ცხვრის ჩაშუშული მწვანე ნუშით, ასევე გირჩევთ გასინჯოთ ჩაყრილი ნეკნები. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნეკლის სრულფასოვან მოხარშვას 3 საათი სჭირდება, თუმცა ამად ნამდვილად ღირს. აღსანიშნავია ჰარირე, პუდინგის მსგავსი დესერტი, რომელიც ძირითადად მზადდება ყურძნისგან. მარდინში ჩასვლისას გირჩევთ, აუცილებლად დალიოთ ძლიერი ყავა მირა, რომელსაც თურქული ყავისთვის განკუთვნილ პატარა ფინჯნებში ასხამენ.
ულამაზესი სუვენირები
მარდინში შეძლებთ შეიძინოთ სუვენირები, რომელიც ადგილობრივ კულტურასა და ტრადიციებს გამოხატავს. მოიარეთ ადგილობრივი ბაზრები, სუვენირების მაღაზიები და ნახავთ, თუ როგორ იმოგზაურებთ ისტორიულ წარსულში.
როგორ წავიდეთ: მარდინამდე შეგიძლიათ თურქეთის ქალაქებიდან პირდაპირი რეისით ჩახვიდეთ. სტამბოლიდან მარდინში ფრენას ორი საათი სჭირდება. თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას, აეროპორტიდან თავისუფლად შეგიძლიათ მანქანებისა და ტაქსების დაქირავება.
სად დავრჩეთ: მარდინი გთავაზობთ განსახლების სხვადასხვა ვარიანტს, უძველეს სასტუმროებს, ქვისგან აშენებულ სასტუმროებსა და შენობებს და სხვ.
რა ვნახოთ: სანამ მარდინში ხართ, მოივლით მარდინის ვიწრო ქუჩებს და ქვის სახლებს,მარდინის ციხეს, დიდ მეჩეთს, მორ გაბრიელის მონასტერს, მარდინის მუზეუმს, დარას ძველ ქალაქს და სხვ ასაინტერესო კულტურულ შენობებს.