საჰაერო მგზავრების 37%-ს მიაჩნია, რომ მთავარი, რაც აეროპორტში გაუმჯობესებას საჭიროებს, უსაფრთხოების კონტროლთან რიგების მოშორებაა. ხელბარგის მქონე მგზავრების 72%-ს სურს აეროპორტის ყველა პროცედურაზე 30 წუთზე ნაკლები დახარჯოს.

საჰაერო მგზავრებს არ სურთ თვითმფრინავსა და ტერმინალს შორის მოძრავი ავტობუსების გამოყენება და არ სურთ დამატებითი შემოწმების გავლა რეისიდან რეისზე გადასვლისას. ასეთ ინფორმაციას შეიცავს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მიერ გამოქვეყნებული ტრადიციული ყოველწლიური გლობალური მგზავრების კვლევა.