ავიაკომპანია TUI-ის პილოტმა თვითმფრინავი მოაბრუნა, რათა აეყვანა მგზავრი და მისი ქალიშვილი, რომლებმაც აეროპორტში პასპორტი დაკარგეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანულ გაზეთ Express-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 38 წლის ადრიან ინსლის ოჯახური არდადეგები ტენერიფეში “კინაღამ ტირილით დასრულდა” შვიდი წლის ქალიშვილის პასპორტის დაკარგვის გამო. დაკარგული დოკუმენტის საპოვნელად მგზავრს ბავშვთან ერთად აეროპორტში დაბრუნება მოუწია. ამ დროს თვითმფრინავში უკვე იმყოფებოდნენ მამაკაცის მშობლები, მისი მეუღლე და კიდევ სამი შვილი.
როდესაც ბრიტანელმა საბოლოოდ იპოვა დაკარგული პასპორტი, ის დარწმუნებული იყო, რომ ახალი ბილეთების მოძიება მოუწევდა, რადგან თვითმფრინავი უკვე ასაფრენ ბილიკზე მიდიოდა. თუმცა, პილოტმა ადრიანის და მისი ქალიშვილის ასაყვანად მოულოდნელად თვითმფრინავი მოაბრუნა.