შევარდნები, რომლებიც მებაჟეებმა თებერვლის დასაწყისში ბორისპოლის აეროპორტში “დააკავეს”, ველურ ბუნებაში გაუშვეს. თუმცა ოთხი ფრინველიდან ყველა ვერ გადარჩა – ორი ანესთეზიიდან ვერ გამოვიდა
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მებაჟეებმა აღმოაჩინეს 4 შევარდენი, რომლებიც ჩანთაში იყვნენ მოთავსებული და ლენტით იყვნენ გაკრულნი.
მგზავრი ფრინველების ბარბაროსული გზით გადაყვანას ცდილობდა, უფრო კონკრეტულად თითოეულ შევარდენს ნაჭერი ჰქონდა შემოხვეულ და თავზე ტყავის ქუდი ჰქონდა ჩამოცმული. ფრინველებს მიღებული ქონდათ საძილე აბები და ვეტერინალური ჩარევის მიუხედავად ორის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.
კატარში, სადაც ფრინველების ტრანსპორტირებას აპირებდნენ, მათი ღირებულება რამდენიმე ათეულ ათას დოლარს აღწევს.
რეაბილიტაციის შემდეგ გადარჩენილი 2 შევარდენი ველურ ბუნებაში დააბრუნეს.