აეროპორტმა „სტამბოლმა“ 23 აპრილს ფრენებისა და მგზავრთა გადაადგილების რაოდენობით, საკუთარი რეკორდი მოხსნა.
საანგარიშო პერიოდში თურქეთის უდიდესი საჰაერო ნავსადგურიდან 1548 რეისი განხორციელდა, მგზავრთა ნაკადმა კი 224709 ადამიანი შეადგინა, იტყობინება აეროპორტის ოპერატორი İGA.
ამრიგად, აეროპორტმა მოხსნა საკუთარი რეკორდი, როდესაც 1460 რეისს და 208066 მგზავრს მოემსახურა.
20 აპრილიდან 23 აპრილამდე სტამბოლის აეროპორტში 5822 თვითმფრინავი მიიღო და თურქეთის უდიდესი საჰაერო ნავსადგურის მომსახურებით 880610 მგზავრმა ისარგებლა.
ხოლო ათათურქის აეროპორტმა, რომელიც ამჟამად სამოქალაქო ფრენებს არ იღებს, 2016 წლის 18 აპრილს მიაღწია ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს ფრენების რაოდენობისა და მგზავრთა გატარების თვალსაზრისით.
ამ დღეს აეროპორტის მომსახურებით 230 000 მგზავრმა ისარგებლა, ხოლო აეროპორტი მოემსახურა 1500 რეისს.