აეროპორტი “სტამბოლი” მსოფლიოში პირველი აეროპორტია, რომელმაც ჯანმრთელობის აკრედიტაცია მიიღო (Airport Health Accrediеation). 

დოკუმენტი გაცემულია, პროგრამის ფარგლებში რომელიც აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) მიერ 2020 წლის 24 ივლისს დაიწყო, განმარტავენ “სტამბოლის” მმართველ კომპანია IGA-ში.

ამრიგად, აეროპორტი “სტამბოლი” იმ აეროპორტების სიაშია, სადაც ყველაზე გაძლიერებული სანიტარული და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოებაა.

COVID-19-ის პანდემიის დასაწყისიდან ჯანდაცვის მკაცრი ზომების გამო, “სტამბოლს” თურქეთის სამოქალაქო ავიაციის ორგანოს მიერ უკვე მინიჭებული აქვს “აეროპორტის პანდემიური სერთიფიკატი”.