აეროპორტმა “სტამბოლმა” 40 მილიონზე მეტი მგზავრით, საჰაერო ტრანსპორტის კვლევის ასოციაციის (ATRS) ჯილდო მიიღო კატეგორიაში “ევროპაში ყველაზე ეფექტური აეროპორტი”.

როგორც “სტამბოლის” ოპერატორ კომპანია İGA-ში განმარტავენ, აეროპორტი “სტამბოლი”ძლიერი ინფრასტრუქტურის, ეფექტური მუშაობის, მოწინავე ტექნოლოგიების და მოგზაურობის სფეროში დაგროვილი გამოცდილების ფონზე საავიაციო ინდუსტრიის რეპუტაციული ინსტიტუტებიდან განაგრძობს ჯილდოების მიღება.

სტამბოლის ახალი აეროპორტი, რომლის წლიური ტევადობა 90 მილიონი მგზავრია, არის თურქეთის უდიდესი საჰაერო ნავსადგური და ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური ჰაბი რეგიონში.

რაც შეეხება თავად ATRS-ს სატრანსპორტო კვლევების მსოფლიო კონფერენციის (WCTRS) ფარგლებში ოპერირებს.