სტამბოლის ახალი აეროპორტი ერთი წლისაა. აეროპორტი ‘სტამბოლი” (IATA: IST, ICAO: LTFM) ოფიციალურად 2018 წლის 29 ოქტომბერს გაიხსნა და ამ ხნის განმავლობაში 40,5 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურა. საგულისხმოა ისიც, რომ აეროპორტმა სრული დატვირთვით მუშაობა 2019 წლის 6 აპრილიდან დაიწყო, სწორედ ამ დღეს დასრულდა სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტიდან აეროპორტ “სტამბოლში” ყველა რეისის გადამისამართება.
ის ქალაქის ევროპულ ნაწილში, არნავუთქიოის რაიონში მდებარეობს. “სტამბოლი” მსოფლიოს უმსხვილეს აეროპორტი უნდა გახდეს, წლიური 150 მილიონიანი მგზავრით, ასევე დაგეგმილია ამ ციფრის მომავალში 200 მილიონამდე გაზრდა.
ცნობილია, რომ აეროპორტში პირველი სატესტო დაშვება გაიმართება 2018 წლის 26 თებერვალს; თუმცა, პირველი სრული დაშვება 2018 წლის 20 ივნისს შედგა. სანავიგაციო და ელექტრონული სისტემების ტესტირება DHMİ თვითმფრინავებით 2018 წლის 15 მაისს დაიწყო.