აეროპორტის რაიონში ფრინველების არსებობა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებულმა კომპანია Bel Trading and Consulting Ltd-მა ახალი სისტემა წარმოადგინა, რომელიც ფრინველთა კონტროლის ახალ მექანიზმს ითვალისწინებს.

ის იყენებს დაპატენტებულ ხმოვან სიგნალს, რაც ფრინველების ტვინის უკანა ნაწილში რეფლექსურ რეაქციას იწვევს. 

არსებული სისტემებისგან განსხვავებით, რომლებიც გამოსცემენ ხმამაღალ ხმაურს ან მტაცებელი ფრინველების განგაშის ხმას, ეს ხმა ფრინველის ტვინის უკანა ნაწილში რეფლექსურ რეაქციას იწვევს, რომელიც არ არის შიში და სტრესი, არამედ წარმოქმნის ”ბრძანებას”.

ამრიგად, ფრინველები არ ეჩვევიან ხმოვან სიგნალს (რადგან ისინი უკვე შეჩვეულნი არიან “საშინელ” ბგერებს) და მათი სტრესის დონე უცვლელი რჩება განმეორებითი ზემოქმედების შემდეგაც კი.

სისტემის მოდულები დამონტაჟებულია ასაფრენ-დასაფრენ ზოლიდან უსაფრთხო მანძილზე, რათა ასაფრენი ბილიკის თავზე ერთგვარი „უსაფრთხოების გვირაბი“ შექმნან.

დამატებითი მოწყობილობები კი იცავს თვითმფრინავებს აფრენა-დაფრენის დროს და უზრუნველყოფს ბილიკიდან 300 მეტრამდე მანძილზე ფრინველების არ არსებობას. 

სისტემა ავტონომიურ რეჟიმში მუშაობს და ინფორმაციის მიწოდებას ახდენს მყისიერად. ასევე ხდება ფოტო და ვიდეო გადაღება. 

ამ დროისათვის Bel Trading and consulting Ltd სისტემის მიყიდვასა და მონტაჟზე აზიის ერთ-ერთ სახელმწიფოსთან აწარმოებს მოლაპარაკებას.