ავიაკომპანია Emirates-ი უახლოეს ხანებში აეროპორტებში საკუთარი ლაუნჯების მუშაობის განახლებას გეგმავს. ავიაგადამზიდავმა განაცხადა, რომ მის დარბაზებში COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ყველა ზომა იქნება დაცული.

ივლისში დუბაის აეროპორტში განთავსებულმა Emirates-ის ბიზნეს დარბაზმა მუშაობა უკვე განაახლა. შემდეგი რიგში კაიროს აეროპორტში განთავსებული​ ლაუნჯია, ხოლო შემდეგ ნიუ-იორკსა და მანჩესტერში განთავსებული ლაუნჯების ამოქმედებას აპირებს. Emirates-ს ლაუნჯი აქვს ასევე ჰითროუს აეროპორტშიც, მაგრამ როგორც ჩანს ჯერ მის ამოქმედებას არ აპირებს. 

COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ავიაკომპანიის ლაუნჯებში მენიუ la carte-ს ფორმატში იქნება, ხოლო უკონტაქტო გადახდებისთვის კი QR-კოდი იქნება საჭირო.

გარდა ამისა, Emirates-მა განაცხადა, რომ ბორტზე კვების მიწოდების სრული სერვისის აღდგენას იწყებს. ავიაკომპანიამ A380-ს ბორტებზე, პირველ კლასის მგზავრებისთვის შხაპის სერვისიც უკვე აღადგინა.