8 აპრილს, 13 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ვებინარების ყოველთვიური სერიის „COVID 19-ის გავლენა ტურიზმზე: საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციები“ რიგით მეორე ვებინარი ჩატარდება.

მეორე ვებინარის პანელისტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი იქნება. ის საავიაციო ინდუსტრიაზე კოვიდის გავლენასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრებს.

ვებინარზე რეგისტრაციის ბმულია: https://us02web.zoom.us/…/reg…/WN_RNlsBTy_TiGU7tf9m9P0ow