თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ დაგეგმილი სასამართლო რეფორმების ფარგლებში აეროპორტ “სტამბოლში” სასამართლო დარბაზი გახსნა.
”მოხარული ვართ, რომ სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ნაწილი განხორციელდა. . ჩვენი მოსამართლეები და პროკურორები მუშაობენ 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე. ჩვენ ვგეგმავთ ამ ტიპის სერვისების განვითარებას და გაფართოებას”, – განაცხადა თურქეთის იუსტიციის მინისტრმა აბდულახმეტ გიულმა.
აეროპორტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტრო მოწოდებულია ”თავიდან აიცილოს დაკავებები და დარღვევები, რაც შეიძლება მოხდეს ქვეყანაში გამგზავრებისა და შემოსვლის დროს, ასევე უზრუნველყოს დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა”.
სასამართლოს დარბაზი აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე შენობაში განთავსდა. სასამართლოში სამი პროკურორი და სამი თანამშრომელი იქნება დასაქმებული.