სტამბოლის ახალი აეროპორტის – “სტამბოლის” მგზავრთნაკადმა 2019 წლის 6 სექტემბერს 30 მლნ მგზავრი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ განცხადება თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა ჯახიტ ტურხანმა გააკეთა.

როგორც ცნობილია აეროპორტი “სტამბოლი” 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა. აეროპორტი პირველ ეტაპზე წელიწადში 90 მლნ მგზავრის გატარებას შეძლებს, ხოლო შემდგომ, პროექტის სრულად დასრულების შემდეგ კი წელიწადში 200 მლნ მგზავრს მიიღებს.