Aeroflot-ის პილოტებს არმიაში აქტიურად იძახებენ. როგორც ირკვევა, რუსული ავიაკომპანიების პილოტების უმეტესობა რეზერვის ოფიცრები არიან, რომლებიც სწავლობენ საფრენოსნო სკოლების სამხედრო განყოფილებებში, ან რიგითები, რომლებიც ჯარში მსახურობდნენ.

ამასთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის გამო, ჯარში ავიაკომპანიის პერსონალის 50-80%-ის გაწვევა შეიძლება. უკვე ამ მომენტში, მფრინავები აქტიურად იღებენ გამოძახების შესახებ ოფიციალურ შეტყობინებას.