ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონალური ბიუროს ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში (ICAO EUR/NAT NCLB Technical Assistance Project 18001 AGA / Aerodrome certification), კიევში, ICAO-ს სასწავლო ცენტრის ბაზაზე აეროდრომების სერტიფიცირების ახალ სტანდარტებთან დაკავშირებით სასწავლო სემინარი გაიმართა. შეხვედრას საქართველოდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, „ტავ ურბან საქართველოს“ და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სემინარზე, რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების და აეროპორტების ოპერატორი კომპანიების წარმომადგენლებმა აეროდრომის სერტიფიცირების არსებული სამართლებრივი ჩარჩო და ICAO-ს ახალი სტანდარტები განიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აეროდრომების კუთხით ახალი მოთხოვნების დანერგვაზე, დიდი გაბარიტის მქონე საჰაერო ხომალდების მიღებისათვის აეროდრომების თავსებადობის, აეროდრომის შემოწმებისა და აუდიტების, ასევე, შეუსაბამობების მართვის საკითხებზე. სემინარზე წარმოდგენილი ინფორმაცია და სიახლეები სამომავლოდ ასახვას ჰპოვებს აეროდრომების ექსპლუატაციისა და ზედამხედველობის პროცესებში.