საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-მა World Cargo Summit 2021-ში მიიღო მონაწილეობა, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო ონლაინ გაიმართა.

Aero Georgia Group-ის დამფუძნებლის იგორ აფციაურის განმარტებით, ფორუმში სადაც 200-ზე მეტი სატვირთო ავიაკომპანია იღებდა მონაწილეობას, საქართველოს კარგო გადაზიდვების პოტენციალის მიმართულებით გაკეთდა პრეზენტაცია.

“Aero Georgia Group-მა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო კარგო კონფერენციაში World Cargo Summit, სადაც 200-ზე მეტი სატვირთო ავიაკომპანია იღებდა მონაწილეობს. წელს პირველად, აღნიშნულ ღონისძიებაში ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. 

ღონისძიებაზე საკმაოდ დიდი დრო დაეთმო COVID-19-ის პანდემიას, კრიზისს, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისული მდგომარეობიდან და როგორ უნდა განვითარდეს კარგო გადაზიდვები. შეხვედრა გვქონდა 10 მსხვილ კარგო ავიაკომპანიასთან, როგორიცაა Lufthansa Cargo და Turkish Cargo.

World Cargo Summit 2021-ის პირველი დღე მთლიანად დაეთმო ვაქცინაციის პროცესს და ჩართვა განხორციელდა როგორც კომპანია “ფაიზერიდან” ასევე, სხვა ვაქცინის მწარმოებელი კომპანიებიდან. საუბარი იყო ასევე თუ როგორ უნდა მოხდეს ვაქცინის ტრანსპორტირება. მაგალითები იყო მოყვანილი იმ ქვეყნებზე სადაც არათუ უკვე მოხდა ტრანსპორტირება, ასევ დაიწყო ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ ჩვენის მხრიდან გავაკეთეთ აქცენტი იმაზე, რომ საქართველოსაც მალე დასჭირდება ვაქცინის ტრანსპორტირება. ტრანსპორტირება უნდა მოახდინონ ქართულმა ავიაკომპანიებმაც, მაგრამ გვქონდა მოთელვითი საუბარი უცხოურ ავიაკომპანიებთან და ისინი მზად არიან ჩაერთონ პროცესში და მოხდეს ვაქცინის მოწოდება. 

ჩვენ World Cargo Summit 2021-ის მონაწილეებს ასევე გავაცანით საქართველოს ბაზარი კარგო მიმართულებით, მის პოტენციალი. საქართველომ დიდი ინტერესი გამოიწვია და იმედი გვაქვს რომ მომავალში შევძლებთ ძალიან ბევრი კარგო ავიაკომპანიის შემოყვანას და ბუნებრივია, რომ ჩვენ გავხდებით მათი წარმომადგენელი საქართველოი”, აცხადებს Aero Georgia Group-ის დამფუძნებლის იგორ აფციაური.