ქართული საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ის მიერ ახლად დაფუძნებულმა ტურისტულმა კომპანია AeroTravel-მა ოპერირება დაიწყო. კომპანიის მენეჯმენტს იმედი აქვს, რომ AeroTravel-ი სამომავლოდ ერთ-ერთ მსხვილ ტუროპერატორად ჩამოყალიბდება, რომელიც ორიენტირებული იქნება როგორც გამყვან, ისე შემომყვან ტურიზმზე.
“ჩვენი ტურისტული კომპანია მუშაობას უკვე შეუდგა. AeroTravel-ში ავიაბილეთებისა და სასტუმროების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია. უცხოურ თუ ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით ვცდილობთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს საკმაოდ საინტერესო ტურისტული პაკეტები შევთავაზოთ”, აცხადებს Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური.
აღსანიშნავია, რომ AeroTravel-ი აქტიურ მუშაობას აპირებს MICE ტურიზმის სეგმენტშიც, მით უმეტეს, რომ MICE ტურიზმი ქვეყნის ტურიზმის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად დასახელდა.
ტურისტული კომპანია AeroTravel-ი დასვენების მსურველებს და შესაბამისი ტურპაკეტების დასაჯავშნად/შესაძენად აღმაშენებლის გამზირის 78 ნომერში ელოდება.